ექთიმა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ექთიმა – (ecthyma; ბერძ. Ekthyma პუსტულა) ღრმა არაფოლიკულური პუსტულა ან ბუშტუკი, ცენტრში დაწყლულებითა და მჭიდროდ მიკრული ქერქით. ექთიმას იწვევს სტრეპტოკოკი, იშვიათად სტაფილოკოკი, ზოგჯერ ლურჯი ჩირქის ჩხირი, მკრთალი ტრეპონემა. მის განვითარებას ხელს უწყობს კანის არასწორი მოვლა, მომატებული ოფლიანობა, შეგუბებითი მოვლენები ქვედა კიდურებზე, ორგანიზმის ზოგადი რეზისტენტობის დაქვეითება. ექთიმა – (ბერძ. ekthyma – პუსტულა) კანის გამონაყრის მორფოლოგიური ელემენტი: პუსტულა ცენტრში ღრმა დაწყლულებით, რომელიც დაფარულია მჭიდრო ქერქით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა