ვისლერ – ფანკონის დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვისლერ – ფანკონის დაავადება – ინფექციურ – ალერგიული დაავადება; ხასიათდება მაღალი ცხელებით, პოლიმორფული გამონაყრით, ართრალგიებითა და ნეიტროფილური ლეიკოციტოზით. დაავადების დასაწყისი მწვავეა; აღინიშნება მაღალი რემისიული ან ხანგამოშვებითი ცხელება, რასაც თან ახლავს კანზე გამონაყარი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. გამონაყარი პოლიმორფულია. ტემპერატურა 3 – 5 საათის შემდეგ ქვეითდება, რასაც თან ახლავს ძლიერი ოფლდენა; გამონაყარი ფერმკრთალდება, ტკივილი ქრება, ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება. მეორე დღეს კი ყველაფერი მეორდება. აღინიშნება ლიმფური კვანძების, ღვიძლის, ელენთის გადიდება. დაავადების მიმდინარეობა შესაძლოა იყოს მონო –  ან პოლიციკლური; მონოციკლური დროს დაავადების მწვავე ნიშნები გაივლის 2 – 4 კვირაში; რეციდივები არ აღინიშნება. უფრო ხშირია დაავადების პოლიციკლური მიმდინარეობა, რომელიც გრძელდება 4 – 5 წელი და წელიწადში ახასიათებს 1 – 3 რეციდივი.ვისლერ – ფრანკონის სუბსეფსისი – მიიჩნევენ წამლისმიერი დაავადების ნაირსახეობას, სადაც მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჰიპერსენსიბილიზაციას გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების პასუხად. ანამნეზში ხშირია სხვადასხა ალერგიული გამოვლინება. კლინიკა: მაღალი სიცხე, პოლიმორფული გამონაყარი, ართრალგია, ელენთისა და ღვიძლის გადიდება, ლიმფური კვანძების რეაქცია, მაღალი ედს – ი და ლეიკოციტოზი. ტიპიური სეფსისი არ ყალიბდება – აქედანაა სუბსეფსისი. უფრო ხშირია კაცებში და ბავშვებში. გრძელდება სამ თვემდე. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა