ვიტილიგო

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვიტილიგო – 1. კანის შედარებით იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება შეძენილი კეროვანი აქრომიით. ეტიოლოგია. დაავადება განპირობებულია კანის ცალკეული უბნების მიერ პიგმენტის გამომუშავების უნარის დაკარგვით მელანოციტებში ფერმენტ თიროზინაზის არრასებობია გამო, რომელიც ახდენს პიგმენტის წარმოქმის კატალიზებას. დაავადების განვითარებაში გარკვეულს როლს ასრულებს გენეტიკური და ნეიროენდოკრინული ფაქტორები (ფსიქიკური ტრავმები, თირკმელზედა ჯირკვლის, ფარისებრი და სასქესო ჯირკვლების დისფუნქცია). სიმპტომები და მიმდინარეობა. კანის სხვადასხვა უბანზე დეპიგმენტირებული ლაქების თანდათანობითი გაჩენა, რომლებიც მიდრეკილნი არან ზრდისა და შერწყმისაკენ. დაზიანებულ ადგილებზე თმები ასევე მოკლებულნი არიან პიგმენტს. სუბიექტური ჩივილები არ აღინიშნება. მომატებულია მგრძნობელობა დეპიგმენტირებული უბნებისა მზისა და ხელოვნური ულტრაიისფერი სხივებისადმი. დაავადება აღინიშნება ნებისმიერ ასაკში. მიმდინარეობს განუხრელად, ჩვეულებრივ პროგრესირებს; რემისიები იშვიათია. დაგნოზი ეყრდნობა დამახასიათებელ კლინიკურ სურათს. განსხვავებით ლეპროზული აქრომიისაგან ვიტილიგოს ლაქებს დაკარგული არა აქვთ მგრძნობელობა. მკურნალობა ჩვეულებრივ ნაკლებეფექტუროა. ფორტოსენსიბილიზატოერების განმეორებითი კურსები შერწყმული ულტრაიისფერ დასხივებასთან; В ჯგუფის ვიტამინები; კორტიკოსტეროიდული მაზის აპლიკაციები. გამოვლენილი ნეიროენდოკრინული დარღვევების კორექცია. პროგნოზი განკურნების თვალსაზრისით არაკეთილსაიმედოა. მზის დამწვრობის პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა ხანგრძლივი ინსოლაციის თავიდან აცილება. 2.  (კანისა და ვენ. დაავ.) ქრონიკული, არც თუ იშვიათად პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ხასიათდება კანზე დეპიგმენტაციის კერების წარმოქმნით (გაუფერულება). დაავადების გენეზში განსაზღვრულ როლს თამაშობს ნეიროენდოკრინული სტატუსის დარღვევა. დაავადება ხშირად იწყება ბავშვთა ასაკში და ატარებს მყარ ხასიათს. კოსმეტიკური უხერხულობის გარდა, რაიმე სახის ობიექტურ ჩივილებს ადგილი არ აქვს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა