ზიგოტის დაყოფა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ზიგოტის დაყოფა – – (fissio zygotae) განაყოფიერებული კვერ­ცხუჯრედის გაყოფა (ჩანასახის განვითარების მეორე სტადია) დაყოფის სახელწოდებითაა ცნობილი. ამ დროს ერთუჯრედიანი ზიგოტა მრავალ­ჯერადი თანმიმდევრული მიტოზური გაყოფის შედეგად მრავალუჯრე­დიან ორგანიზმად გადაიქცევა. ასე რომ, დაყოფა ჩანასახის განვითარების მეორე სტადიაა, რომელიც ზიგოტის პერიოდის მომდევნოა და ახასია­თებს ერთუჯრედიანი ზიგოტის გარდაქმნას მრავალუჯრედიან ორგანიზ­მად. დაყოფა მიმდინარეობს რამდენიმე თანმიმდევრული მიტოზური გაყოფის შედეგად. დაყოფისას წარმოქმნილი უჯრედები – ბლასტო­მე­რები ახალი დაყოფის წინ ვერ ასწრებენ საწყისი უჯრედის ზომამდე მიღწევას, რის გამოც სულ უფრო და უფრო წვრილდებიან. ჩანასახი მთლიანად არ იზრდება, რაც დაყოფის მნიშვნელოვანი თავისებურებაა. სწორედ ეს თავისებურება გამოხატავს ტერმინ დაყოფას. დაყოფა მთავ­რდება ბლასტულის წარმოქმნით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა