ზრდის თეორია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ზრდის თეორია – ი.ი. შმალჰაუზენის თეორიის თანახმად, ორგა­ნიზმის პარაბოლური ზრდა ტიპურია ყველა შემთხვევაში. ზრდას თან სდევს პროგრესული დიფერენცირება. ზრდასა და დიფერენცირებას შორის უკუდამოკიდებულებაა. შმალჰაუზენის თეორია ზრდისა და დი­ფერენცირების შეფარდების შესახებ მნიშვნელოვანია ინდივიდუალური განვითარების კანონზომიერებათა გასაგებად, მაგრამ მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ზრდა და დიფერენცირება ყოველთვის არ არის ანტაგონისტური პროცესები. ასე მაგ., ზრდა, რომელიც მიმდინარეობს უჯრედთა დიფერენცირებასთან დაკავშირებული უჯრედშორისი ნივთიერების, ამიტოზის, ბირთვების პოლიპლოიდიზაციის, გენომების სეგრეგაციისა და სხვა პროცესების ხარჯზე, დიფერენცირების პირდაპირპროპორციულია და არა ანტაგონისტური. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა