ზრდის ჰორმონი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ზრდის ჰორმონი – სომატოტროპინი, ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონი, რომელიც აჩქარებს ორგანიზმის ზრდას. ადამიანის ზრდის ჰორმონი ცილაა, რომლის მოლეკულური მასაა ადრეულ ასაკში 21500. ზრდის ჰორმონის გაძლიერებული სეკრეცია იწვევს გიგანტიზმს, ნაკლებობა კი ქონდრისკაცობას, ზრდადასრულებულ ორგანიზმში – აკრომეგალიას. ზრდის ჰორმონი არეგულირებს აგრეთვე ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლას. [“1”] – (სომატროტროპული ჰორმონი, სომატოტროპინი) ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონი. აჩქარებს სხეულის ზრდას, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში. ქიმიური ბუნებით წარმოადგენს ცილას. მისი ჭარბი ან არასაკმარისი წარმოქმნა ბავშვობის ასაკში იწვევს შესაბამისად გიგანტიზმს ან ჯუჯობას. მოზრდილებში მისი ჭარბი წარმოქმნა იწვევს აკრომეგალიას.(2)  – ჰიპოფიზის წინა წილის მიერ გამომუშავებული ჰორმონი, რომელიც გავლენას ახდენა ზრდის პროცესზე, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.(3)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა