ზუბროდის ფენომენი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ზუბროდის ფენომენი – შაქრიანი დიაბეტის ”რემისია”, კიმელსტილ – ვილსონის სინდრომის განვითარებისას: აღინიშნება ტენდენცია ნახშირწყლოვანი ცვლის ნორმალიზაციისაკენ. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის სტადიაში წყდება გლიკოზურია, მცირდება გლიკემია და მოთხოვნილება ეგზოგენურ ინსულინზე. პათოგენეზურ მომენტებად მიაჩნიათ ჰიპოპროტეინემია, ინსულინის დაშლის შემცირება, გლუკაგონის პროდუქციისა და ადენოჰიპოფიზის ფუნქციის დაქვეითება აზოტური ცვლის პროდუქტების ზემოქმედებით. სინონიმი: ზუბროდი – დანას ფენომენი[“3”] .

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა