თალამოტომია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თალამოტომია – (ანატ. thalamus – მხედველობის ბორცვი) ქირურგიული ოპერაცია: თალამუსის გარკვეული ბირთვების სტერეოტაქსური დესტრუქცია. გამოიყენება როგორც მკურნალობის მეთოდი პარკინსონით დაავადებულებში, აგრეთვე ტრემორის მძიმე ფორმების, კუნთოვანი დისტონიის, ბალიზმის, ასევე ეპილეფსიისა და ქრონიკული ტკივილით მიმდინარე სინდრომების დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა