თანამგზავრი ქრომოსომები

თანამგზავრი ქრომოსომები – (chromosomata comitantia) ქრომოსომები, რომლებსაც პირველადი (ცენტრული ან კინეტიკური, ე.ი. კინეტიკური სხეულაკის – ცენტრომერის შემცველი) გადაზონრვის გარდა აქვთ მეორადი (არაკინეტიკური) გადაზონრვა, რომელიც ქრომოსომის ძირითადი სხეულიდან გამოყოფს პატარა უბანს, ე.წ.თანამგზავრს. უკანასკნელი შეერთებულია ქრომოსომის ძირითად მასასთან თანამგზავრის ძაფით. თანამგზავრ ქრომოსომებს უწოდებენ აგრეთვე „SAT – ქრომოსომებს“ (იხ.ზემოთ). უფრო ხშირად ისინი იმავე დროს ბირთვაკულიცაა, ე.ი.ისეთი ქრომოსომები, რომლებიც მონაწილეობენ ბირთვაკების წარმოქმნაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.