თერმორეცეპტორები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თერმორეცეპტორები – ორგანოთა და ქსოვილთა სპეციალიზებული ნერვული დაბოლოებები (რეცეპტორები), რომლებიც გარემოს ტემპერატურის ცვლილების საპასუხოდ აგზავნიან იმპულსებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. თერმორეცეპტორები მრავალ შინაგან ორგანოში არის აღმოჩენილი, მაგრამ უმეტესი ნაწილი კანშია მოთავსებული. სითბოსადმი სხეულის კანი უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე კიდურებისა. თვით კიდურის ნაწილთაგან უფრო მგრძნობიარეა ტერფები და ხელის მტევნები. თერმორეგულაციის შესწავლის ადრეულ პერიოდში ფიქრობდნენ რომ სიცივესა და სითბოს შეიგრძნობენ კანის სხვადასხვა შრეში განლაგებული ერთი ტიპის რეცეპტორები. დღეისათვის დადგენილია, რომ სითბოს ან სიცივის შეგრძნება წარმოიშობა სხვადასხვა თერმორეცეპტორების მთელი კომპლექსის აგზნებისას. სითბოს შემგრძნები თერმორეცეპტორებია რუფინის სხეულაკები, სიცივისა – კრაუზეს კულები. [“1”] . რეცეპტორები, რომლებიც აღიქვამენ გარემოს ტემპერატურულ რეჟიმს.(2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა