თვალის ტონომეტრია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თვალის ტონომეტრია – (თვალის დაავ.) ეტიოლოგია – ორგანიზმის ზოგადი დაავადებები, უხშირესად ინფექციური, რევმატიზმი, ტუბერკულოზი, სიფილისი, ვირუსული ინფექციები, ბრუცელოზი, გონორეა, კეროვანი ინფექციები (კბილების, დანამატი წიაღების, ნუშურა ჯირკვლების დაავადებები), თვალის ტრამვები, დიაბეტი, პოდაგრა. სიმპტომები. თვალში ძლიერი ტკივილები, სინათლის შიში, ცრემლდენა, ბლეფაროსპაზმი, ზოგჯერ თავის ტკივილი. დამახასიათებელია სკლერის დიფუზური ჰიპერემია რქოვანას გარშემო იისფერი შეფერილობით. ფერადი გარსის ფერის ცვლილება და მისი სურათის წაშლა, გუგის შევიწროება და დეფორმაცია, მისი ცუდი რეაქცია სინათლეზე. ატროპინით გუგის გაფართოების დროს, ფერადი გარსის ბროლის წინა ზედაპირთან შეხორცების შედეგად, გუგა ღებულობს არასწორ ვარსკვლავის ფორმას. წინა საკნის სველი შიგთავსი იმღვრევა, გუგის მიდამოში აღინიშნება ჟელატინის მსგავსი ექსუდატი. რქოვანას უკანა ზედაპირზე ჩნდება ექსუდატის მორუხო – თეთრი ფერის მრგვალი ფორმის დანალექი (პრეციპიტატები). მძიმე შემთხვევებში წინა საკანში მოჩანს ჩირქოვანი ექსუდატი – ჰიპონიონი, ზოგჯერ ჰემორაგიული ექსუდატი. მხედველობის სიმახვილე ქვეითდება, თვალშიდა წნევა ქვეითდება, თუმცა ზოგჯერ ვლინდება მისი მომატებაც. დაავადება ხშირად ხანგრძლივია და მიმდინარეობს რეციდივებით. შესაძლებელია გართულებები: მეორადი გლაუკომა, კატარაქტა და სხ. პროგნოზი. დაავადება ექვემდებარება მკურნალობას, თუმცა შესაძლებელია რეციდივები და მხედველობის პროგრესირებადი დაქვეითება, მეორადი გლაუკომის, თვალბუდის ატროფიის განვითარება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა