თიროზინოზი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თიროზინოზი – (tyrosinosis; თიროზინი + – osis; სინ.: თანდაყოლილი თიროზინოზი, მემკვიდრეობითი თიროზინემია) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია თიროზინის ცვლის მოშლით; ვლინდება ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაზიანებით. დაავადება შესაძლებელია მიმდინარეობდეს მწვავედ, ან ქრონიკულად. კლინიკური სურათი ხასიათდება ტოქსიკოზის ნიშნებით, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დარღვევებით, შეშუპებებით, ასციტით, ჰემორაგიული სინდრომით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, ძვლოვანი სისტემის რაქიტისებრი ცვლილებებით. დაავადების მწვავედ დაწყება სიცოცხლის პირველ კვირეებში იწვევს თირკმელების უკმარისობის განვითარებას, რაც ლეტალურად მთავრდება. თიროზინოზი შესაძლებელია აღინიშნებოდეს ერთი ოჯახის წევრთა შორის.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა