იუნგლინგის დაავადება

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

იუნგლინგის დაავადება – (O. Jungling, გერმ. ქირურგი; სინ.: მრავლობითი კავერნოზული ტუბერკულოზური ოსტიტი) ძვლის ტუიბერკულოზის ერთ – ერთი იშვიათი ფორმა, რომელიც ხასიათდება მრავლობითი დესტრუქციული კერების არსებობით, უმთავრესად მტევნისა და ტერფის თითების ფალანგებში. დაავადება ხშირად აღინიშნება სქესობრივი მომწიფების პერიოდში. დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს უსიპტომოდ და დიაგნოსტირდება მხოლოდ ძვლის დეფორმაციების გაჩენით და პათოლოგიური მოტეხილობებით. დაზიანების განსაკუთრებით ხშირი ლოკალიზაციაა ზედა და ქვედა კიდურების ფალანგები, იშვიათად შესაძლოა დაზიანდეს მენჯის ძვლები, მალები და ქალას ძვლები. პროგნოზი ხშირად კეთილსაიმედოა, უმრავლეს შემთხვევებში დგება გამოჯანმრთელება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook