Tag Archives: ლოკალიზაციაა

ოსტეოგენური სარკომა (ოსტეოსარკომა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოგენური სარკომა (ოსტეოსარკომა) – ძვლის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც უფრო ხშირად ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში. ტიპიური ლოკალიზაციაა ქვედა კიდურების გრძელი ძვლები მუხლის სახსრის მიდამოში. ვლინდება ტკივილებით, რომელიც არ უკავშირდება კიდურის მოძრაობას და სწრაფად მზარდი წარმონაქმნით. სიმსივნე სწრაფად მეტასტაზირდება, ძირითადად – ფილტვებში. დიაგნოზი ემყარება რენტგენოლოგიურ მონაცემებსა და ბიოფსიის შედეგებს.

Read More

ნოიმანის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნოიმანის დაავადება – პემფიგოიდური ავთვისებიანი კონდილომატოზი. პირველადი ელემენტია ბუშტუკი. მისი გასკდომის შემდეგ იწყება ეროზიის პროლიფერაცია და ჩნდება ჰიპერტროფიული მეჭეჭოვანი წარმონაქმნები, რომლებიც იზრდება პერიფერიულად. უპირატესი ლოკალიზაციაა კანის ნაოჭები, სასქესო ორგანოს მიდამო, უკანა ტანი. ასევე შესაძლოა განვითარდეს პირის ღრუში და სასქესო ორგანოებზე. მიმდინარეობა ქრონიკული. ბუშტუკში არის აკანტოლიზური უჯრედები, სისხლში

Read More