Tag Archives: მონაცემებსა

პაროლი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პაროლი – (ინტ.) password საიდუმლო სიტყვა, რომელიც სისტემაში შესვლის ან მონაცემებსა და პროგრამებთან მუშაობაზე დაშვების უფლების მისაღებად გამოიყენება. წარმოადგენს არასანქცირებული შეღწევისაგან დაცვის საშუალებას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ოსტეოგენური სარკომა (ოსტეოსარკომა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოგენური სარკომა (ოსტეოსარკომა) – ძვლის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც უფრო ხშირად ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში. ტიპიური ლოკალიზაციაა ქვედა კიდურების გრძელი ძვლები მუხლის სახსრის მიდამოში. ვლინდება ტკივილებით, რომელიც არ უკავშირდება კიდურის მოძრაობას და სწრაფად მზარდი წარმონაქმნით. სიმსივნე სწრაფად მეტასტაზირდება, ძირითადად – ფილტვებში. დიაგნოზი ემყარება რენტგენოლოგიურ მონაცემებსა და ბიოფსიის შედეგებს.

Read More