Tag Archives: მნით

პლასტოსომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლასტოსომები – (plastosoma ბერძნ.plastos – გამოძერწილი და soma, somatos – სხეული) მოძველებული ტერმინი, რომელსაც წინათ ხმარობდნენ მიტოქონდრიების აღსანიშნავად. მიტოქონდრიებს პლასტოსომები უწოდეს იმ დაუმტკიცებელი მონაცემების საფუძველზე, რომელთა მიხედვით ეს ორგანოიდი უშუალოდ მონაწილეობს მორფოგენეტიკურ პროცესებში მისი გარდაქმნით, მაგალითად, მიო – ან ნეიროფიბრილებად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და

Read More

ოსტეოგენური სარკომა (ოსტეოსარკომა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოგენური სარკომა (ოსტეოსარკომა) – ძვლის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც უფრო ხშირად ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში. ტიპიური ლოკალიზაციაა ქვედა კიდურების გრძელი ძვლები მუხლის სახსრის მიდამოში. ვლინდება ტკივილებით, რომელიც არ უკავშირდება კიდურის მოძრაობას და სწრაფად მზარდი წარმონაქმნით. სიმსივნე სწრაფად მეტასტაზირდება, ძირითადად – ფილტვებში. დიაგნოზი ემყარება რენტგენოლოგიურ მონაცემებსა და ბიოფსიის შედეგებს.

Read More