Tag Archives: გამოძერ

პლასტოსომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლასტოსომები – (plastosoma ბერძნ.plastos – გამოძერწილი და soma, somatos – სხეული) მოძველებული ტერმინი, რომელსაც წინათ ხმარობდნენ მიტოქონდრიების აღსანიშნავად. მიტოქონდრიებს პლასტოსომები უწოდეს იმ დაუმტკიცებელი მონაცემების საფუძველზე, რომელთა მიხედვით ეს ორგანოიდი უშუალოდ მონაწილეობს მორფოგენეტიკურ პროცესებში მისი გარდაქმნით, მაგალითად, მიო – ან ნეიროფიბრილებად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და

Read More

პლასტიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლასტიდები – (plastidae ბერძნ.plastos – გამოძერწილი და eidos – მსგავსი) მცენარეული უჯრედების ორგანოიდები, რომლებშიც მიმდინარეობს ორგანული ნივთიერებების პირველადი სინთეზი. არჩევენ ლეიკოპლასტებს , ქლოროპლასტებსა და ქრომოპლასტებს . (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More