Tag Archives: შედეგებს

ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება – შეიცავს პირობებს, რომლებითაც ერთი მხარე (გამყიდველი), მეორე მხარეს (მყიდველს) გადასცემს რაიმე საქონელს ან ცოდნას, გამოცდილებას, რაიმე შემოქმედებითი საქმიანობის შედეგებს, უწევს მომსახურებას, აწარმოებს ობიექტების მშენეებლობას ან ასრულებს სხვა სამუშაოებს გარკვეული გასამრჯელოს ნაცვლად. ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულებაში მიზანშეწონილია დაწვრილებით აისახოს მხარეთა უფლება–მოვალეობანი საქონლის თავისებურებებისა და მიწოდების ფორმის გათვალისწინებით.

Read More

ფსევდოსიფილისი პაპულოზური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოსიფილისი პაპულოზური – (ბერძ. Pseudes ცრუ + სიფილისი)დერმატოზი, რომლის გამოვლინება მოგვაგონებს სიფილისურ პაპულას. დაავადება გვხვდება საკმაოდ იშვიათად, ძირითადად გოგონებში და ახალგაზრდა ქალებში; ამასთან, დიდ სასქესო ბაგეებზე, იშვიათად საზარდულ – ბარძაყის ნაოჭებში, შორისში და უკანა გასავლის ირგვლივ ჩნდება მრავლობითი, მკვეთრად შემოფარგლული, უმტკივნეულო, მკვრივ ელასტიკური კონსისტენციის პაპულები. სიფილისთან დიფერენციალური

Read More