Tag Archives: უწევს

ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება – შეიცავს პირობებს, რომლებითაც ერთი მხარე (გამყიდველი), მეორე მხარეს (მყიდველს) გადასცემს რაიმე საქონელს ან ცოდნას, გამოცდილებას, რაიმე შემოქმედებითი საქმიანობის შედეგებს, უწევს მომსახურებას, აწარმოებს ობიექტების მშენეებლობას ან ასრულებს სხვა სამუშაოებს გარკვეული გასამრჯელოს ნაცვლად. ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულებაში მიზანშეწონილია დაწვრილებით აისახოს მხარეთა უფლება–მოვალეობანი საქონლის თავისებურებებისა და მიწოდების ფორმის გათვალისწინებით.

Read More

ღებინება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღებინება – კუჭის შიგთავსის უნებლიე, ბიძგისმაგვარი ამოსროლა პირიდან. აღნიშნული აქტი რეგულირდება სპეციალური ღებინების ცენტრის მიერ, რომელიც კოორდინაციას უწევს პილორუსის, კუჭის მუსკულატურის, აგრეთვე სასუნთქი და მუცლის პრესის კუნთების შეთანხმებულ შეკუმშვებს. ღებინება შესაძლოა განვითარდეს რეფლექტორულად ისეთი ზონების გაღიზიანებისას, როგორებიცაა ენის ძირი, რბილი სასა, კუჭის, ნაღვლის ბუშტის ლორწოვანი გარსი და

Read More