იულინგერის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

იულინგერის სინდრომი – ჰიპერტროფიული ოსტეოდერმოპათია, გენერალიზებული ჰიპეროსტოზი პაქიდერმიით. ნიშნები: კიდურთა დაგრძელება, ლულისებრი ძვლებისა და მენჯის ძვლების ჰიპეროსტოზი, პაქიდემია განსაკუთრებით წინამხარისა და კოჭის მიდამოში, თავის ქალასა და შუბლზე, თითები დოლის ჩხირისებრი, ყურის ნიჟარები გასქელებული, ფრჩხილები – საათის მინისებური. დაავადება იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში, უფრო ხშირად მამაკაცებში. პროგრესირება ნელია და სამ – შვიდ წელიწადში მისი განვითარება წყდება. სავარაუდოა მემკვიდრეობის ავტოსომურ – რეცესიული ტიპი. სინონიმია: ფრიდრიხ – ერბ – არნოლდის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა