კალათისებრი უჯრედები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კალათისებრი უჯრედები – (cellulae corbiformes)  უჯრედები, რომლებსაც კალათის ფორმა აქვთ: 1. ნათხემის ქერქის წვრილი ნერ­ვული უჯრედები გრძელი ნეირიტებით, რომელთა განტოტებანი კალათისებურად ეხვევა გარს განგლიური უჯრედების (იხ.პურკინიეს უჯრედების) სხეულებს; 2. მიოეპითელური უჯრედები, რომლებიც გარს ეკვრიან კანის საოფლე ჯირკვლების სეკრეციულ ტერმინალურ ნაწილს. იხ. უჯრედები მიოეპითელური . (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა