კალენის სიმპტომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კალენის სიმპტომი – მოლურჯო ფერის კანქვეშა სისხლჩაქცევების წარმოქმნა ჭიპის ირგვლივ. მიუთითებს ტრავმის შედეგად განვითარებულ სისხლჩაქცევაზე ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა წყლულის პერფორაცია, საშვილოსნოს გარე ორსულობა, მუცლის ღრუს ანევრიზმა, ნაღვლის ბუშტის ან ნაღვლის საერთო სადინრის გაუვალობა, სისხლჩაქცევა მწვავე პანკრეატიტის დროს. ჩვეულებრივ კალენის სიმპტომი ვლინდება თანდათანობით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა