Tag Archives: გაუვალობა

ბარიუმის ოყნა

განმარტებითი ლექსიკონი ბარიუმის ოყნა – პროცედურა,რომლის დროსაც ნაწლავის ქვედა განყოფილებაში შეიყვანება ბარიუმი;სწორი,მსხვილი და წვრილი ნაწლავის ქვედა ნაწილის მგომარეობის შესწავლისთვის გამოიყენება.ბარიუმი შეიყვანება ოყნის საშუალებით სწორ ნაწლავში.მუცლის ღრუს რენტგენოგრამაზე აღინიშნება ნაწლავის სანათურის შევიწროვება,გაუვალობის უბნები ან სხვა პათოლოგია.

უკანა ხვრელის ატრეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უკანა ხვრელის ატრეზია – არადროული დიაგნოსტირების დროს შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავთა დაბალი გაუვალობა. უკანა ხვრელის ატრეზია ხშირად კომბინირებულია სწორი ნაწლავის ატრეზიასთან ან აგენეზიასთან. სწორი ნაწლავის ატრეზია, როგორც წესი, ვლინდება სხვადასხვა ფისტულების სახით. გოგონებში ფისტულები იხსნება საშოში ან მის კარიბჭეში. ბიჭუნებში გვხვდება რექტოშორისული, რექტოურეთრალური, რექტოვეზიკულური ფისტულები. ანორექტალური მანკები შემთხვევათა

Read More