კენედის დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კენედის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ვლინდება სიცოცხლის მე – 4 – 5 ათწლეულში ნელა განვითარებადი სისუსტით, სიგამხდრით და კიდურების პროქსიმალურ ნაწილში კუნთების ფასციკულაციით, მიმიკური მუსკულატურის სისუსტით, დისფაგიით, დიზართრიით, ენისა და პერიორალურ მუსკულატურის ატროფიითა და ფასციკულაციებით. ამ მოვლენებს ხშირად თან ახლავს კანკალი კიდურებში, გინეკომასტია, იმპოტენცია, ჰიპოგონადიზმი, სპერმატოგენეზის დარღვევა, უნაყოფობა, შაქრიანი დიაბეტი. მემკვიდრულად გადაეცემა X – ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული ტიპით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook