კლასტერული თავის ტკივილი – პირველადი თავის ტკივილის ფორმა; ხასიათდება თავის მტანჯველი ტკივილის შეტევებით, რომელიც შეჯგუფულია ,,კონად” (კლასტერებად) და დაყოფილია რემისიის მეტ – ნაკლებად ხანგრძლივი პერიოდებად.
გამწვავების პერიოდში დღეში წარმოიქმნება 1 – 3 შეტევა, უპირატესად ღამის საათებში. შეტევის ხანგრძლივობა 15 წუთიდან 3 საათამდეა.
ტკივილი ლოკალიზდება პერიორბიტალურ და შუბლ – საფეთქლის მიდამოში და მიმდინარეობს ფსიქომოტორული აგზნებით.
ტკივილის მხარეზე შესაძლებელია აღინიშნებოდეს ცრემლდენა, ცხვირიდან გამონადენი, ქუთუთოს დაშვება და შეშუპება, გუგის შევიწროება.
გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი