კომპიუტერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კომპიუტერი – (ინტ.) computer მოწყობილობა, რომელიც პროგრამით მოცემულ ოპერაციათა თანმიმდევრობას ასრულებს. სტანდარტული კომპიუტერის აპარატული ნაწილის (სისტემური ბლოკის) საბაზო ელემენტებია: პროცესორი, ელექტრონული დამამახსოვრებელი მოწყობილობები (მუდმივი, ოპერაციული და ზესწრაფი), ელექტრომექანიკური დამამახსოვრებელი მოწყობილობები (ხისტი დისკი და კომპაქტდისკები), მონაცემთა სისტემური მაგისტრალი (სალტე) და ლოკალური სალტეები; კონტროლერები და ადაპტერები, პარალელური და ასინქრონული პორტები, რომლებიც სისტემურ ბლოკს პერიფერიულ მოწყობილობებთან აკავშირებენ; მოდემი, რომელიც კომპიუტერს სატელეფონო ხაზის საშუალებით სხვა კომპიუტერებთან აკავშირებს და სხვ. კომპიუტერში ინფორმაციის შესატანად გამოიყენება კლავიატურა, თაგუნა, სკანერი, CD/DVD დისკები, მიკროფონი, ვებკამერა, ჯოისტიკი, გარე კომპიუტერი და სხვ. ინფორმაციის გამოყვანა შეიძლება მონიტორის ეკრანზე, პრინტერზე, ხმამაღლამოლაპარაკეზე, გარე კომპიუტერზე და სხვ. ინფორმატიკა კომპიუტერს განიხილავს როგორც პროგრამულ – აპარატურულ კომპლექსს, განკუთვნილს ინფორმაციის ავტომატური დამუშავებისთვის, გამოთვლითი და საინფორმაციო ამოცანების გადაწყვეტის პროცესში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა