Tag Archives: კომპ

ტრეპანობიოფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრეპანობიოფსია – პუნქციური ბიოფსიის სახე: ძვლიდან კომპაქტური და ღრუბლოვანი ძვლოვანი ქსოვილის უბნის ამოკვეთა   ძვლის ტვინთან ერთად. გამოიყენება ჰემობლასტოზების დიაგნოსტიკისათვის და სისხლის სხვა დაავადებების, ძვლის სიმსივნეების და სხვ. სადიაგნოსტიკოდ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ოსტეოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოციტები – (osteocyti ბერძნ.osteon – ძვალი და cytos – უჯრედი) – ძვლოვანი ქსოვილის უჯრედთა უმეტესი ნაწილი. მორჩებიანი ფორმის, კომპაქტური ბირთვისა და სუსტად ბაზოფილური ციტოპლაზმის მქონე უჯრედები. ძვლის მაღალდიფერენცირებული მომწიფებული უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან ძვლის ქსოვილის უჯრედშორის ნივთიერებას და უმეტესად მასში ამოქოლილ მდგომარეობაში არიან. ისინი ოსტეობლასტების დიფერენცირების ბოლო სტადიაა.

Read More