კორტიკო – სტრიოსპინური დეგენერაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კორტიკო – სტრიოსპინური დეგენერაცია – (degeneratio cortico – striospinalis; სინ.: კრეიტცფელდ – იაკობის დაავადება, ფსევდოსკლეროზი სპასტიკური) დაავადება ნელი ინფექციების ჯგუფიდან, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის ქერქის ღრმა ნაწილების ნეირონების, ბაზალური ბირთვების და ქერქ – ზურგის ტვინის ბოჭკოების დეგენერაციით; ვლინდება მეხსიერებისა და ინტელექტის დაქვეითებით, მეტყველების მოშლით, ჰალუცინაციებით, ექსტრაპირამიდული (ნისტაგმი, დიზართრია, ბრადიკინეზია, აპრაქსია და სხვა.) და სპინალური დარღვევებით (კიდურების პარეზები და დამბლები, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლილობები)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა