კოქსართროზი

კოქსართროზი – მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი. ვითარდება ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობისას, მოხუცებულობით ასაკში, გადატანილი ტრავმის, ინფექციის და სხვ. შედეგად. ვლინდება: სახსარში მოძრაობის შეზღუდვითა და ტკივილით, კოჭლობით, კონტრაქტურით.

დაავადების ბოლო სტადიაში ვითარდება მენჯ – ბარძაყის სახსრის ანკილოზი.

კონსერვატული მკურნალობა მიმართულია ტკივლის აღმოფხვრისა და შემცირებისაკენ (ფიზიოთერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა, და სხვ.). ამ ღონისძიებების არაეფექტურობისას მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას.