Tag Archives: კოქსართროზი

კოქსართროზი

კოქსართროზი – მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი. ვითარდება ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობისას, მოხუცებულობით ასაკში, გადატანილი ტრავმის, ინფექციის და სხვ. შედეგად. ვლინდება: სახსარში მოძრაობის შეზღუდვითა და ტკივილით, კოჭლობით, კონტრაქტურით. დაავადების ბოლო სტადიაში ვითარდება მენჯ – ბარძაყის სახსრის ანკილოზი. კონსერვატული მკურნალობა მიმართულია ტკივლის აღმოფხვრისა და შემცირებისაკენ (ფიზიოთერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა, და სხვ.). ამ ღონისძიებების არაეფექტურობისას მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე,

Read More

ოსტეოართროზი

ოსტეოართროზი osteoarthritis ოსტეოართროზი – სახსრების დაავადება, რომლის დროსაც დეგენერაციული ხასიათის პირველადი ცვლილებები წარმოიქმნება სახსრის ხრტილში. განსხვავებით ართრიტისაგან, ოსტეოართროზის დროს ანთებითი კომპონენტი მუდმივი არ არის; დაავადება მიმდინარეობს  ეპიზოდების სახით და ნაკლებადაა გამოხატული. ეტიოლოგია ეტიოლოგია მრავალფეროვანია. გამოყოფენ პირველად (იდიოპათიკურ) და მეორად ოსტეოართროზს. ეს უკანასკნელი ვითარდება სახსრებისა და ძვლების დისპლაზიით, სახსრის ტრავმით, მეტაბოლური (მაგალითად, ოქრონოზი), ენდოკრინული (მაგალითად, ჰიპოთირეოზი)

Read More