კრიტიკული პერიოდების თეორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კრიტიკული პერიოდების თეორია – / ემბრიოლოგ პ.გ.სვეტ­ლოვის მიერ 1960 წ. შემუშავებული /  –  ამ თეორიის თანახმად, ჩანასახისა და მისი ცალკეული ნერგის განვითარებისათვის არსებობს ყველაზე მეტად მგრძნობიარე პერიოდები ინფექციის, მაიონიზებელი გამო­სხივების, ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების მიმართ. მთლიანად ჩანა­სახის განვითარების თითოეული ეტაპი და მისი ცალკეული ორგანოს გან­ვი­თარების ეტაპები იწყება შედარებით მოკლე, თვისებრივად ახალი გარდაქმნების პერიოდით, რომელიც დეტერმინაციით, ე.ი.გარკვეული მემკვიდრეობითი ინფორმაციის ზემოქმედების დაწყებითაა განპირო­ბებული. ამ პერიოდში ემბრიონი უპირატესად მგრძნობიარეა სხვადასხვა დამაზიანებელი ზემოქმედებისადმი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა