ლადის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლადის სინდრომი – (W. E. Ladd, ინგლ. ქირურგი) განვითარების ანომალია, რომელიც ვლინდება ნაწლავთა თანდაყოლილი გაუვალობით; ვითარდება ემბრიონულ პერიოდში. სინდრომის დროს ადგილი აქვს წვრილი ნაწლავის გადაგრეხას თორმეტგოჯა ნაწლავზე ზეწოლით და ატიპურად მდებარე ბრმა ნაწლავის ფიქსაციას. კლინიკურად ვლინდება ნაწლავთა გაუვალობის ნიშნებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა