ლაენეკის ღვიძლის ციროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლაენეკის ღვიძლის ციროზი – წარმოადგენს ღვიძლის პორტული ციროზის ატროფიულ სტადიას. დამახასიათებელია ღვიძლის დაპატარავება, მისი კიდე პალპაციისას მკვრივი და ბასრია, ზედაპირი სადა, თან ახლავს ელენთის გადიდება, ასციტი, კოლატერალური ქსელის განვითარება, სისხლდენა საყლაპავის, კუჭის და სწორი ნაწლავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან. სიყვითლეს ადგილი არა აქვს . ეტიოპათოგენეზურ წამყვან მომენტად მიჩნეულია ალკოჰოლის ჭარბი და სისტემატური მიღება. სინონიმი: მორგან – ლაენეკის ციროზი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა