ლავიწის მოტეხილობა

ლავიწის მოტეხილობა – (ახალშობილებში) წარმოიქმნება დიდი ზომის ნაყოფით გართულებული მშობიარობისას, ვიწრო მენჯის, დუნდულოებით წინ და ხელების უკან მდებარეობის დროს. მოტეხილობა შესაძლებელია იყოს სრული გადანაცვლებით და ძვლისაზრდელასქვედა. გადანაცვლების დროს ვლინდება რბილი ქსოვილების შეშუპება, ლავიწის დეფორმაცია, მტკივნეულობა პალპაციისას; ვლინდება ნატეხების კრეპიტაცია, ხელის მოძრაობა შეზღუდულია დაზიანებულ მხარეზე. მოტეხილობა ხშირად შერწყმულია ერბის ტიპის პარეზთან. მკურნალობა ითვალისწინებს ზედა კიდურის იმობილიზაციას. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი