ლავიწქვეშა არტერიების ოკლუზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლავიწქვეშა არტერიების ოკლუზია – განპირობებულია ლავიწქვეშა არტერიის სტენოზით ხერხემლის არტერიის გამოსვლის პროქსიმალურად;  ვლინდება მხრის სარტყლის ფიზიკური დაძაბულობის დროს. პათოგენეტიკურად მნიშვნელობა აქვს სისხლის დინების ცვლილებას ლავიწქვეშა და ვერტებრულ-ბაზილარულ სისხლძარღვებში. სიმპტომები: გონების დაკარგვა, თავბრუსხვევა, პარეზები, თვალის მამოძრავებელი მუსკულატურის სისუსტე, მეტყველებისა და ყლაპვის მოშლილობები, მორეციდივე ტკივილები კეფაში. ნევროლოგიური სიპტომატიკა პროვოცირდება ხელის მტევნის მუშაობით. პულსი და არტერიული წნევა სხვადასხვაა მარცხენა და მარჯვენა ხელებზე. ლავიწქვეშა არტერიის გაყოლებაზე ვლინდება სტენოზური ხმა; ანგიოგრაფიით  –  შევიწრეობა, ოკლუზია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა