ლავიწქვეშა ვენის ოკლუზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლავიწქვეშა ვენის ოკლუზია  – (პეჯეტ – შრეტერის სინდრომი) იღლიისქვეშა ან ლავიწქვეშა ვენის მწვავე თრომბოზი, რომელიც ხირად ვითარდება ახალგაზრდებში ჭარბი ფიზიკური დატვირთვის, მაგალითად, მუშაობის, ჩოგბურთის თამაშის და ა. შ.  შემდეგ. დაავადების წარმოქმნაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს ვენის შიგნითა გარსის მიკროტრავმებს ფიზიკური დატვირთვის, ვენების კომპრესიისა და ლავიწით მისი ტრავმატიზაციის დროს. სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია ხელის ტკივილი და შეშუპება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. დათვალიერებისას ვლინდება ვენური სურათის გაძლიერება ხელზე, ლავიწზედა მიდამოში და გულმკერდის ზედაპირზე. დიაგნოზი დასტურდება ფლებოგრაფიით. მკურნალობა. მწვავე შემთხვევაში  –  თრომბექტომია, გამოხატული პერიპროცესის დროს  –  ფლებოლიზი. აუცილებელია ანტიკოაგულაციური თერაპია, ხელის ელასტიკური შებინდვა. სინდრომის მეორადი ფორმები წარმოიქმნება ლიმფური კვანძებით, სიმსივნეებით და სხვ. ვენების გაჭყლეტის შედეგად. მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზზე, რამაც გამოიწვია ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევა კიდურში; პროგნოზი სერიოზულია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა