ლევკოპენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლევკოპენია – (ლევკო… და ბერძნ. penia  –  სიღარიბე), ლევკოციტოპენია, ლევკოციტების შემცირება სისხლში; პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ლევკოციტების რაოდენობა 1 მმ3 სისხლში ნაცვლად 5 – 6 ათასისა, ზოგჯერ 1 – 2 ათასამდე და უფრო მეტად მცირდება. ლევკოპენია უმეტესად დაკავშირებულია ჰიპოტონიასთან, ზოგადი ტონუსის დაქვეითებასთან, შიმშილთან და სხვ. შეიძლება განვითარდეს ინტოქსიკაციის შედეგად, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ზოგიერთი დაავადების (მუცლის ტიფი, ბრუცელოზი, მალარია, გრიპი, წითელა, წითურა, ეპიდემიური ჰეპატიტი და სხვ.) დროს, აგრეთვე ზოგიერთი წამლის (ამიდოპირინი, სულფანილამიდები, ციტოსტატიკური პრეპარატები და სხვ.) ხანგრძლივი ხმარებისას. მძიმე ლევკოპენიას იწვევს ძვლის ტვინის დათრგუნვა – აპლაზია, რომელიც ვითარდება მძიმე ინტოქსიკაციის, მაიონიზებელი რადიაციისა და სხვ. შედეგად. ც. მაკალათია. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა