Tag Archives: მაიონიზებელი

ლევკოციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლევკოციტოზი – ლევკოციტების მომატება სისხლში; პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ლევკოციტების რაოდენობა 1 მმ3 სისხლში რამდენიმე ათეულ ათ. აღწევს. ვითარდება სხვადასხვა ინფექციური დაავადების, სეპტიკური, ანთებითი და ტოქსიკური პროცესების, ლევკოზის დროს, აგრეთვე მაიონიზებელი რადიაციის დიდი დოზებით მოქმედების პირველ სტადიაში, ქსოვილების დაშლის შემთხვევაში (ავთვისებიანი სიმსივნე, გულის კუნთის ინფარქტი) და სხვ.

Read More

ლევკოპენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლევკოპენია – (ლევკო… და ბერძნ. penia  –  სიღარიბე), ლევკოციტოპენია, ლევკოციტების შემცირება სისხლში; პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ლევკოციტების რაოდენობა 1 მმ3 სისხლში ნაცვლად 5 – 6 ათასისა, ზოგჯერ 1 – 2 ათასამდე და უფრო მეტად მცირდება. ლევკოპენია უმეტესად დაკავშირებულია ჰიპოტონიასთან, ზოგადი ტონუსის დაქვეითებასთან, შიმშილთან და სხვ. შეიძლება განვითარდეს

Read More