Tag Archives: ნორმას

ლევკოციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლევკოციტოზი – ლევკოციტების მომატება სისხლში; პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ლევკოციტების რაოდენობა 1 მმ3 სისხლში რამდენიმე ათეულ ათ. აღწევს. ვითარდება სხვადასხვა ინფექციური დაავადების, სეპტიკური, ანთებითი და ტოქსიკური პროცესების, ლევკოზის დროს, აგრეთვე მაიონიზებელი რადიაციის დიდი დოზებით მოქმედების პირველ სტადიაში, ქსოვილების დაშლის შემთხვევაში (ავთვისებიანი სიმსივნე, გულის კუნთის ინფარქტი) და სხვ.

Read More

ატიპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ატიპია – უჯრედთა არასწორი აგებულება, რაც არ შეესაბამება ნორმას. (2) ატიპია – აღნიშნავს ატიპიური სტრუქტურის უჯრედების წარმოქმნას, მათში სხვადასხვა კომპონენტების არასწორ თანაფარდობას. უფრო აქტიურია, ვიდრე ჩვეულებრივი გაყოფა. ხშირად თან ახლავს ანთებითი პროცესი. შეესაბამება ტერმინ დისპლაზიას. მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია პროცესის პროგრესირება ონკოლოგიური პროცესის განვითარებით. გაფრთხილება!