ლეჟენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლეჟენის სინდრომი – (J. J. L. M. Lejeune ფრანგი პედიატრი და გენეტიკოსი) განვითარების თანდაყოლილი მანკების კომპლექსი, რომელიც განპირობებულია B ჯგუფის ერთ  –  ერთი ქრომოსომის სტრუქტურის დარღვევით. სინდრომის დამახასიათებელი ნიშანია ხმის ტემბრი, რომელიც მოგვაგონებს კატის კნავილს და განპირობებულია ხორხის აგებულების თავისებურებით. ადრეულ ასაკში დამახასიათებელია მრგვალი, მთვარისებრი სახე, თვალების ვიწრო ჭრილი, ეპიკანთუსი (თვალის შიგნითა კუთხეში კანის ნაოჭი), ჰიპერტელორიზმი (ფართოდ განლაგებული თვალების ჭრილები), რამდენადმე გამსხვილებული ცხვირი, ქვევით მდებარე ყურის ნიჟარები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა