ლეპტონემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლეპტონემა – (laptonema ბერძნ.leptos  –  წვრილი და nema  –  ძაფი)  მეიოზური პროფაზის საწყისი სტადია, რომლის დროს პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების ბირთვებში გამოვლინდება ცალკეული ძლიერ დესპირალიზებული ქრომოსომები წვრილი, გრძელი ძაფების სახით. მათი რიცხვი დიპლოიდურს შეესაბამება. ამ სტადიის მანძილზე ქრომოსომები თავისი ტელომერებით ორიენტირდება ცენტრიოლის მხარეს. ასე რომ, იქმნება ფიგურა, რომელიც „თაიგულს“ (zygonema) ჰგავს. შემდგომში ქრომოსომები შეიკუმშება გორგლად, რომელსაც სინაპსური ეწოდება, თვით მოვლენას კი ეწოდება სინიზე­ზისი. ლეპტონემას სტადია, ანუ ლეპტონემური ქრომოსომების სტადია. ტერმინი შემოიღო გრეგუარმა (1907). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა