Tag Archives: მეიოზური

რედუქციული გაყოფა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რედუქციული გაყოფა – (fissio reductionalis ლათ.reducere  –  შემცირება)   პირველი რიგის ოოციტებისა და სპერმატოციტების მომ­წიფების პირველი გაყოფა (მეიოზური გაყოფა), რომლის შედეგად ქრომოსომების რიცხვი ორჯერ მცირდება (ქრომოსომების რედუქცია). რედუქციული გაყოფის შემდეგ წარმოქმნილი მეორე რიგის სპერმა­ტოციტებსა და ოოციტებს აქვს არა დიპლოიდური, არამედ ჰაპლოი­დური ქრომოსომების ნაკრები (იხ.მეიოზი). ტერმინი შემოიღო ვეისმანმა (1887).

Read More

პირველი რიგის სპერმატოზოიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირველი რიგის სპერმატოზოიდები – (spermatozoida primaria ბერძნ. sperma – თესლი, zoon – ცხოველი და eidos – მსგავსი სინ. პირველადი სპერმატოციტები) განვითარებადი მამრობითი სასქესო უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან სპერმატოგონიებიდან და სპერმატოგენეზის ზრდის პერიოდში არიან, შეიცავენ ქრომოსომების დიპლოიდურ ნაკრებს. სპერმატოგონიებისაგან განსხვავებით, ისინი მიტოზურად აღარ იყოფიან. პირველი რიგის სპერმატო­ციტების ზომა ზრდის

Read More