Tag Archives: დიპლოიდური ჰაპლოიდური

რედუქციული გაყოფა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რედუქციული გაყოფა – (fissio reductionalis ლათ.reducere  –  შემცირება)   პირველი რიგის ოოციტებისა და სპერმატოციტების მომ­წიფების პირველი გაყოფა (მეიოზური გაყოფა), რომლის შედეგად ქრომოსომების რიცხვი ორჯერ მცირდება (ქრომოსომების რედუქცია). რედუქციული გაყოფის შემდეგ წარმოქმნილი მეორე რიგის სპერმა­ტოციტებსა და ოოციტებს აქვს არა დიპლოიდური, არამედ ჰაპლოი­დური ქრომოსომების ნაკრები (იხ.მეიოზი). ტერმინი შემოიღო ვეისმანმა (1887).

Read More

მეორე რიგის ოოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეორე რიგის ოოციტები – (oocyti secundarii ბერძნ.oon – კვერცხი და cytos – უჯრედი; სინ.ოვოციტები) მდედრობითი სასქესო უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან მომწიფების პირველი გაყოფის შედეგად პირველი რიგის ოოციტებიდან. პირველი რიგის ოოციტებისაგან განსხვავებით, მათ აქვთ ქრომოსომათა არა დიპლოიდური, არამედ ჰაპლოიდური ნაკრები. მოკლე ინტერფაზის შემდეგ მეორე რიგის ოოციტები იყოფიან მომწიფების მეორე

Read More