ლოკალიზებული პაროდონტიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლოკალიზებული პაროდონტიტი – ეტიოლოგია: კონტაქტური პუნქტის დარღვევა აპროქსიმალური კარიესის დროს, ტრავმა კბილის პროთეზით, ბჟენის წამოწეული ნაპირით. პათოგენეზი დაკავშირებულია კბილ-ღრძილის შეერთების დაზიანებასთან და კბილ-ღრძილის ჯიბეების წარმოქმნასთან. სიმპტომები, მიმდინარეობა. საკვების გაჭედვა; მწვავე მიმდინარეობისა და გამწვავებების დროს  –  ტკივილი, რომელიც ძლიერდება ჭამის დროს, ღრძილის შეშუპება და ჰიპერემია, აბსცენდირება, კბილ(ებ)ის პათოლოგიური მორყევა. ქრონიკული მიმდინარეობის დროს  –  საკვების გაჭედვა, ღრძილი გასქელებულია, ზოგჯერ გათხელებულია. კბილზე ან მომიჯნავე კბილებზე აღინიშნება აპროქსიმალური დეფექტები, არასრულფასოვანი ბჟენები ან ხელოვნური გვირგვინები. რენტგენოგრაფიულად  –  კბილთაშუა და ფესვშუა ძგიდეების რეზორბცია. მკურნალობა. კბილ-ღრძილის ჯიბეების ლიკვიდაცია. აბსცესის დროს  –  გახსნა, ბუდის მნიშვნელოვანი დესტრუქციის დროს  –  კბილის ამოღება. აუცილებელია კბილთაშუა კონტაქტური პუნქტების აღდგენა დაბჟენით და სხვ. პროგნოზი. პაროდონტული ჯიბეებისა და იმ ფაქტორების ლიკვიდაცია, რომლებიც იწვევენ ღრძილის დაზიანებას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა