მაროტო – ლამის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მაროტო – ლამის დაავადება – (P. Maroteaux, ფრანგი პედიატრი და გენეტიკოსი; M. E. J. Lamy ფრანგი პედიატრი და გენეტიკოსი; სინ.: დისტროფიული ნანიზმი, პოლიდისტროფიული ქონდრისკაცობა) შემაერთებელი ქსოვილის მემკვიდრეობითი დაავადება მუკოპოლისაქარიდების ცვლის დარღვევით; ხასიათდება ქონდრისკაცობით, ჩონჩხის ცვლილებებით, ჰეპატოსპლენომეგალიით, რქოვანას შემღვრევითა და შარდთან ერთად დერმატანსულფატის მომატებული ექსკრეციით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა