მაროტო – ლამის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მაროტო – ლამის სინდრომი – პიქნოდიზოსტოზი. ჩონჩხის მემკვიდრეობითი კეთილთვისებიანი გენერალიზებული ქონდროდისტროფია, დიზოსტოზი და დისპლაზია. მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – რეცესიული. ნიშნები: ჯუჯასებრი დისპროპორციული სიმაღლე, მოკლე კიდურები, კრანიოცეფალური დისტროფია – შედარებით დიდი თავი, დიდი ყიფლიბანდი არ იხურება სიმწიფის ასაკამდე, ქვედა კიდურის ჰიპოპლაზია, კბილების განლაგების ანომალია, კარიესები, სპონტანური მოტეხილობები, გულ – მკერდის ყაფაზის ანომალიები, თითების ჰიპოპლაზია, ბრაქიდაქტილია, ფრჩხილების ჰიპოპლაზია, გონებრივი განვითარება ნორმალური. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა