Tag Archives: კიდურ

ჭიპლარის შემოხვევა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჭიპლარის შემოხვევა – ნაყოფის ნაწილებზე (კისერი, ტანი, კიდურები) ჭიპლარის შემოხვევა; შესაძლებელია როგორც ჭიპლარის ნორმალური ზომებისას, ასევე მისი დამოკლების ან დაგრძელების დროს. პათოლოგიაში ნიშვნელობა აქვს ე. წ. მჭიდრო შემოხვევას, რის შედეგადაც ირღვევა ნაყოფის სისხლის მიმოქცევა, რაც იწვევს მის ჰიპოქსიას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

სტანესკუს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტანესკუს სინდრომი – მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსი. სავარაუდოა გადაცემის ავტოსომურ – დომინანტური ტიპი. ნიშნები: თავის ქალას დიზოსტოზი  –  პატარა ზედა ნაწილი, ქალას ძვლები თხელია, აღინიშნება ჩაღრმავება, ქვედა ყბა განუვითარებელია, ეგზოფტალმი, დამოკლებული კიდურები. რენტგენოლოგიურად გრძელი ლულოვანი ძვლების ქერქულ ნივთიერებათა მასიური გასქელება. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More