მარჯვენა წინაგულ – პარკუჭოვანი სარქვლის უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მარჯვენა წინაგულ – პარკუჭოვანი სარქვლის უკმარისობა – (insufficientia valvae atrioventricularis dextrae) მარჯვენა წინაგულ – პარკუჭოვანი სარქვლის უუნარობა ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს სისხლის უკუმოძრაობას მარჯვენა პარკუჭიდან მარჯვენა წინაგულში გულის პარკუჭების სისტოლის დროს; განპირობებულია სარქვლის არასრული ჩაკეტვით ან მათი პერფორაციით; კლინიკურად ვლინდება გულის მარჯვენა ნახევრის გადიდებით, სისტოლური შუილით, მარჯვენაპარკუჭოვანი უკმარისობის ნაადრევი განვითარებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა