მასუდა – კიტახარას სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მასუდა – კიტახარას სინდრომი – პრერეტინული შეშუპება, ბადურის იდიოპათიკური ბრტყელი ატკეცა, ცენტრალური ექსუდატური რეტინიტი, ანგიოსპასტიკური ცენტრალური რეტინოპათია, ანგიონევრიტული ცენტრალური ქორიორეტინოპათია, ცენტრალური სერიოზული ქორიორეტინიტი – თვალის ტოქსიკურ ინფექციური ბუნების დაავადება. ახასიათებს ქორიოპათიკური ფირფიტის სისხლძარღვოვანი გარსის სისხლძარღვთა სპაზმი. გამოვლინდება მხედველობის უცაბედი გაუარესებით, ცენტრალური სკოტომის განვითარებით. ნიშანდობლივია ოფტალმოსკოპიურად – ბადურის შემღვრევა და შეშუპება ყვითელი ლაქის მიდამოში. სინონიმი: კატახარას სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა