Tag Archives: სკოტომის

შტარგარდტის დეგენერაცია ყვითელი სხეულის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტარგარდტის დეგენერაცია ყვითელი სხეულის – ყვითელი ლაქის ჭაბუკური დეგენერაცია. ოჯახური  –  მემკვიდრეობითი ბადურის ორმხრივი დეგენერაცია, ვითარდება 8 – 15 წლის ასაკში. ახასიათებს ყვითელი ლაქის (ბადურის ლაქის) დაზიანება. ვლინდება მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით, ცენტრალური სკოტომის განვითარებით. მემკვიდრეობის ტიპია უტოსომურ – რეცესიული. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

სინათლისმიერი ოფთალმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინათლისმიერი ოფთალმია – კონიუნქტივის, რქოვანას და ბადურა გარსის  დამწვრობა თვალზე ძალიან კაშკაშა სინათლის ზემოქმედებით. სიმპტომები. 6 – 8 საათის შემდეგ სინათლის მოქმედების შემდეგ ვლინდება მწვავე ტკივილი თვალებში, ბლეფაროსპაზმი, ცრემლდენა. კონიუნქტივა ჰიპერემიულია და რამდენადმე შეშუპებულია, ზოგჯერ ვლინდება პერიკორნეალური ინიექცია. რქოვანა დაბინდულია. გუგები შევიწროვებულია, რეაქცია სინათლეზე დუნეა. ბადურა გარსის

Read More